ნიუ-იორკში ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ


  • აშშ-ში, ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ. გადაწყვეტილებას ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს ადმინისტრაცია ადასტურებს.

“ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა თეოდორ რუზველტის ძეგლის აღების თხოვნით მოგვმართა, რადგან ის შავკანიან და მკვიდრ მოსახლეობას აშკარად წარმოაჩენს, როგორც დამორჩილებულსა და რასობრივად უფრო დაბლა მდგომს. ქალაქი მხარს უჭერს მუზეუმის თხოვნას. ეს სწორი გადაწყვეტილება და შესაბამისი დროა პრობლემური ძეგლის ასაღებად”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ძეგლის აღების თარიღი ცნობილი არ არის და ნიუ-იორკის მერიის ცნობით, ჯერ კიდევ მუშაობენ შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაზე.

BBC-ის ინფორმაციით, ქანდაკების აღებას ეთანხმება რუზველტის შთამომავალი, თუმცა ამ ნაბიჯს მხარს არ უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც “ტვიტერზე” დაწერა: “აბსურდულია! ნუ იზამთ ამას”.

რუზველტის ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის წინ 1940 წლიდან დგას. აღნიშნულ ძაგლზე ცხენზე ამხედრებული რუზველტი მკვიდრ ამერიკელ და აფრიკელ მამაკაცებთან ერთად არის გამოკვეთილი. მას შემდეგ, რაც აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, ანტირასისტული მოძრაობა დაიწყო, დღის წესრიგში დადგა ბევრი ცნობილი ისტორიული ფიგურის ძეგლის აღების საკითხი. ანტირასისტული მოძრაობის აქტივისტები ხშირად აზიანებენ მათთვის მიუღებელი იმ ისტორიული პიროვნებების ძეგლებს, ვისაც იმპერიალისტებად, რასისტებად და კოლონიზატორებად მიიჩნევენ. ქანდაკებების აღების ინიციატორები ხშირად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!