პარიზში, ლუვრის მუზეუმი იხსნება


  • პარიზში ორშაბათიდან ლუვრის მუზეუმი იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტორები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის დაცვის მიზნით მუზეუმში,”მონა ლიზას” წინ სპეციალური ადგილებია მონიშნული, სადაც ტურისტებს დადგომა და სელფის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისათვის, ლუვრის მუზეუმი 13 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით, ამ დროიდან მუზეუმმა 40 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ნახა. მისივე თქმით, მუზეუმს 2018 წელს 10 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რომლის დაახლოებით სამ მეოთხედს ტურისტები შეადგენდნენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!