საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 825 არის. კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − fifteen =

Akismet ანტისპამი