- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ.
მათი ინფორმაციით, დღეისათვის შემოწმებულია ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს.