აშშ-ში კონფედერალისტთა ძეგლების ბრიტნი სპირსის ძეგლებით ჩანაცვლებას ითხოვენ


  • თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შემსრულებლის, ბრიტნი სპირსის ფანმა გადაწყვიტა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში ისტორიული ძეგლების ირგვლივ განხილვებს ახალი კრეატიული იდეით შეერთებოდა: შეიქმნა პეტიცია, რომელიც ლუიზიანას შტატის გუბერნატორს, ჯონ ბელ ედვარდს მოუწოდებს, რომ კონფედერალისტთა ძეგლების ნაცვლად ბრიტნი სპირსის ძეგლები დაიდგას.

პეტიციის ავტორი კესი ტიბოდოა და მან უკვე 30 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა.

პეტიციაში აღწერილია, თუ რატომ იმსახურებს ბრიტნი სპირსი ძეგლის დადგმას მთელ შტატში: პირველ რიგში, იმიტომ, რომ ლუიზიანა მისი მშობლიური შტატია — ის ქალაქ კენტვუდში გაიზარდა.

სხვა ღირსებების ჩამონათვალთან ერთად პეტიციაში ვკითხულობთ:

“ბრიტნიმ არა მხოლოდ თავისი ნიჭი გვაჩვენა, არამედ დაგვიმტკიცა, რომ აქვს ძალა მენტალურ პრობლემებს გაუმკლავდეს და შემოქმედებით საქმიანობას კიდევ უფრო გაძლიერებული დაუბრუნდეს. ის მილიონობით ადამიანის შთაგონებაა”.

აშშ-ში აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ კუთხეში საპროტესტო აქციების ფარგლებში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს ან მოხსნეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რასიზმში არიან დადანაშაულებულები.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ცნობილი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს; ბელგიაში ლეოპოლდ მეორის ძეგლი აიღეს; ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კოლუმბის ძეგლი ტბაში გადააგდეს.

რაც შეეხებათ კონფედერალისტებს, ისინი მე-19 საუკუნეში აშშ-ისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითხოვდნენ, რასაც 1861-65 წლებში ამერიკის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის სამოქალქო ომი მოჰყვა. კონფედერალისტები ასევე მხარს უჭერდნენ მონათმფლობელობას.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!