- მაისში ტურიზმიდან შემოსავალი 96,6%-ით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ივნისის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.
კერძოდ, სებ-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 9,1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 270,4 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობამ მხოლოდ 36 000 შეადგინა, რაც 2019 წლის მაისში არსებულ 682,400-თან შედარებით 94,7%-ით ნაკლებია.