- საქართველოში კორონავირუსით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა. ის 68 წლის მამაკაცი იყო, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის ხელმძღვანლის ლევან რატიანის თქმით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან.
“პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.