- SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხომალდში ასტრონავტები ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.
როგორც SpaceX – ის ინჟინერმა ლორენ ლაიონმა განაცხადა, გაფრენამ შესანიშნავად ჩაიარა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების გაშვება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო, გადაიდო.