NASA-ში დაადასტურეს, რომ ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში ფილმის გადაღებაზე იმუშავებენ


  • NASA ტომ კრუზს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაუშვებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტოს დირექტორმა, ჯიმ ბრაიდენსტაინმა Twitter-ზე დაწერა.

“NASA-ში მოუთმენლად ველით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტომ კრუზთან მუშაობას. ინფორმაციის პოპულარული წყაროები გვჭირდება, რათა ჩვენი ამბიციური გეგმების რეალიზაციისთვის ინჟინრების და მეცნიერების ახალ თაობებს შთაგონების წყარო მივცეთ”, – დაწერა მან.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტომ კრუზი ილონ მასკის კომპანია SPACE X-ის დახმარებით კოსმოსში პირველი ფილმის გადაღებას აპირებს.

პროექტის სხვა დეტალი ამ დრომდე უცნობია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 3 =

Akismet ანტისპამი