მაგიდასთან არაუმეტეს 6 კაცი, 1 მეტრი მომხმარებლებს შორის – რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს


  • კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.

კერძოდ, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.

კერძოდ, შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან, ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიულ კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:

უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;

უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;

უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;

მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისი სახით შესაძლებელია, ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;

გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს სეთავაზება, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;

განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!