ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • “სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სამი ადამიანით გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან – დედა, მამა და მათი ქალიშვილი, რომლებიც სოხუმში სოჭიდან ჩავიდნენ. დაინფიცირებულ ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს, მამაკაცს – სუნთქვის უკმარისობა, ქალიშვილს კი დაავადება გართულების გარეშე გადააქვს. ყველა მათგანი გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven − 5 =

Akismet ანტისპამი