- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული,საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.
ბარკალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია.