ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა – როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება


  • მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა მოქ­მე­დებს, იზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის წე­სის დარ­ღვე­ვის გამო, ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე და­ჯა­რიმ­და.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ჯა­რი­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა, რა ვა­და­ში და სად? – აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს:

  • სად შე­მიძ­ლია გა­ვა­სა­ჩივ­რო ჯა­რი­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­სა­ჩივ­როთ ან (1) ზემ­დგომ ორ­გა­ნო­ში (ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან) ან (2) პირ­და­პირ რა­ი­ო­ნულ (სა­ქა­ლა­ქო)სა­სა­მარ­თლო­ში.

  • ვინ არის ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი?
ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რად ით­ვლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­მე­ლიც­თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობს პო­ლი­ცი­ის იმ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­მაც­ და­გა­ჯა­რი­მათ. თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ით­ვლე­ბა ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლის ­ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რად, ამი­ტომ გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­სის თქვენ­თვის ­გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით, სა­ჩი­ვა­რი უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე შე­გიძ­ლი­ათ წა­რად­გი­ნოთ.
  • რა ვა­და­ში უნდა გა­ვა­სა­ჩივ­რო ჯა­რი­მა თუ ვა­სა­ჩივ­რებ სა­სა­მარ­თლო­ში?
თუ ასა­ჩივ­რებთ პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნის ვადა გაქვთ ჯა­რი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­დან 10 დღე­ში
  • სა­სა­მარ­თლოს შე­მიძ­ლია მივ­მარ­თო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დრო­საც?

დიახ. თუ გსურთ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან გა­სა­ჩივ­რე­ბი­სუფ­ლე­ბა და პირ­და­პირ მი­მარ­თოთ სა­სა­მარ­თლოს, მა­შინ ეს უნდა გა­ა­კე­თოთ სა­გან­გე­ბომ­დგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

  • თუ სა­სა­მარ­თლო არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემს სა­ჩი­ვარს, რამ­დენ ხან­ში უნდა გა­და­ვი­ხა­დო ჯა­რი­მა?

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­დან 30 დღის ვა­და­ში. 3 ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი გაქვთ, სა­გან­გე­ბომ­დგო­მა­რე­ო­ბა ისევ ძა­ლა­ში იქ­ნე­ბა თუ არა.

  • რას ნიშ­ნავს ჯა­რი­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბა?

ჩა­ბა­რე­ბა ნიშ­ნავს დო­კუ­მენ­ტის ფაქ­ტობ­რივ მი­ღე­ბას. პო­ლი­ცი­ე­ლი ე.წ. ჯა­რი­მის­ ქვი­თარს გა­ბა­რებთ ად­გილ­ზე­ვე. 4 იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ უარს გა­ნა­ცხა­დებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ზე, ეს მა­ინც ჩა­ით­ვლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბად.

  • რა ვა­და­ში უნდა გა­ვა­სა­ჩივ­რო ჯა­რი­მა თუ ჯერ ვა­სა­ჩივ­რებ ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან?

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი­ა ­დად­გე­ნი­ლი და თქვენ უფ­ლე­ბა გაქვთ ჯა­რი­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის­ შემ­დეგ გა­ა­სა­ჩივ­როთ, 5 10 დღის ვა­და­ში. ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ­წარ­მო­ი­შო­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

  • თუ ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემს სა­ჩი­ვარს რა შე­მიძ­ლია და­მა­ტე­ბით გა­ვა­კე­თო?

ამ შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა გაქვთ მი­მარ­თოთ სა­სა­მარ­თლოს. თუ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის­ სა­სა­მარ­თლო (სა­ქა­ლა­ქო/რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო) არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თქვენ­ს მო­თხოვ­ნას, შე­გიძ­ლი­ათ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­შიც გა­ა­სა­ჩივ­როთ. და ამით გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა ამო­ი­წუ­რე­ბა.

  • თუ არ ვა­პი­რებ ჯა­რი­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას, რო­დის მაქვს გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა?

თუ არ აპი­რებთ ჯა­რი­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას არც სა­სა­მარ­თლო­ში და არც ზემ­დგო­მი­ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან, ჯა­რი­მის გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ ახ­ლა­ვე, თუმ­ცა,არა­უგ­ვი­ა­ნეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან 30 დღი­სა.

  • მაქვს თუ არა ად­ვო­კა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა?

სა­ჩივ­რის შე­ტა­ნი­სა და საქ­მის გან­ხილ­ვის დროს უფ­ლე­ბა გაქვთ ისარ­გებ­ლო­თ ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბით. 6 ხოლო იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი იღებს თქვე­ნი­ და­ჯა­რი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ად­ვო­კა­ტის ად­გილ­ზე არ ყოფ­ნა არ აჩე­რებს ამპრო­ცე­დუ­რას და არ წარ­მო­ად­გენს თქვე­ნი და­ჯა­რი­მე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბელ გა­რე­მო­ე­ბას.

  • ჯა­რი­მის გა­სა­ჩივ­რე­ბი­სა და გა­დახ­დის ზე­მოთ გან­მარ­ტე­ბუ­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებ­სმ ხო­ლოდ კა­რან­ტი­ნის ან/და იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე?

დიახ. თუ თქვენ ჩა­ი­დენთ სხვაგ­ვარ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას ან­და­ნა­შა­ულს, და­გე­კის­რე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ ­და­ჯა­რი­მე­ბის პრო­ცეს­ში არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, ეს­და­მა­ტე­ბით გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ან/და შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს შე­დე­გად ­პა­ტიმ­რო­ბა­საც კი.

  • თუ კა­რან­ტი­ნის ან/და იზო­ლა­ცი­ის წე­სებს მე­ო­რედ და­ვარ­ღვევ ისევ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით დავ­ჯა­რიმ­დე­ბი?

არა. ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენს მი­მართ და­ი­წყე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვიპ­რო­ცე­დუ­რე­ბი. გან­მე­ო­რე­ბი­თი ქმე­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 3 წლამ­დე ვა­დით­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. 7 ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ სის­ხლის­სა­მარ­თლის კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, 2 მა­ი­სის შემ­დეგ ჩა­დე­ნი­ლი იგი­ვე ქმე­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6 წლამ­დე ­ვა­დით.

თუმ­ცა, ეს არ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ წე­სე­ბის გან­მე­ო­რე­ბით დამ­რღვევ ყვე­ლა­პირს ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ე­კის­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დით (3 ან6 წლით), არა­მედ საქ­მე გა­და­ე­ცე­მა სა­სა­მარ­თლოს, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად­შე­ა­ფა­სებს თქვენ მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას, მის სიმ­ძი­მეს, სა­შიშ­რო­ე­ბას, თქვენსბ­რა­ლე­უ­ლო­ბას და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მათ შო­რის, თქვე­ნიბ­რა­ლე­უ­ლო­ბის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს სას­ჯე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ზო­მა­ზე.

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 7 =

Akismet ანტისპამი