- დღეიდან ზუგდიდის აგრარულმა ბაზარმა ნაწილობრივ ფუნქციონირება დაიწყო. ასევე ნაწილობრივ ფუნქციონირებს ფოთის ბაზარი. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან განაცხადა:
“აღდგომის დღესასწაულამდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ფუნქციონირებდა და სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, ითვალისწინებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგომამდე როგორც ფოთში, ასევე ზუგდიდში მივიღეთ დიდი დატვირთვა. გარე პერიმეტრზე შეუძლებელი შეიქმნა დისტანციის დაცვა. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მსუბუქი ავტომანქანების შეზღუდვა ძალაშია, დატვირთვა ბაზრებში შესაბამისად მინიმალურია. ამდენად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული დაიწყოს ფუნქციონირება, როგორც ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა, ასევე ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობის სამსახურები მობილიზებულია და ამჯერად მდგომარება არის კონტროლირებადი”,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.