ალექსანდრე მოწერელია ბაზარში არსებულ მდგომარეობაზე


  • სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის აგრალურ ბაზართან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ქალაქში, ძალიან არის მომრავლებული ავტომობილები. ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა.

“პოლიციის სრული მობილიზებაა ბაზართან, სამწუხაროდ, პოლიციას მოუწია ჯარიმების გამოწერაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, ვთხოვოთ დაიცვან დისტანცია, ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები, მაგრამ სამწუხაროდ, ის რაც ხდება დღეს, ბაზართან ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ელემენტარულ დისტანციაზე არის საუბარი. დღეს, ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად. თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის ჩაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო, ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა, ვინც ბაზარში არის დასაქმებული, მათაც უჭირთ. აქ საუბარია ელემენტარული 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა. თუ ასე გაგრძელდება ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დახურვა”,-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!