- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განცხადება გააკეთა COVID 19-ის ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვასთან დაკავშირებით.
“დღეს, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ერთობლივი ძალისხმევით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია ჩვენც წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. გვინდა, გამოვეხმაუროთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილებას და ჩვენ, საკრებულოს პოლიტიკური გუნდი შევუერთდეთ მმართველი პარტიის ინიციატივას – მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. მადლობას ვუხდით თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ძალისხმევას არ იშურებს და მონაწილეობს ამ კრიზისის აღმოფხვრაში. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას,”-ნათქვამია განცხდებაში.