ზუგდიდის ბაზარი, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე დაიხურება


  • დღეს, ზუგდიდის აგრალური ბაზარი დაიხურა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს, ზუგდიდის აგრალური ბაზარი დაიხურებოდა, “ზუგდიდელებს” გუშინ, დაუდასტურა შ.პ.ს. სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა. “ჩვენ დაგვირეკეს ხვალიდან, რომ დავხუროთ ბაზარი. მოვაჭრეები გაფრთხილებულნი არიან, მაგრამ ძალიან ცუდად მიიღეს ეს საკითხი”, -განაცხადა ბარძემაშვილმა.

ზუგდიდისა და ფოთის ბაზრის შესაძლო დახურვაზე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

მიუხედავად, წინასწარი ინფორმაციების არსებობისა, ამ დილით, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა მასალა, სადაც აგრალური ბაზრის მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ბაზრის დახურვის შესახებ და უკვე შეძენილი აქვთ მალფუჭებადი პროდუქტები, რისი რეალიზაციის გარეშე დარჩენა მათ ზარალს მოუტანს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!