- მიზეზი რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის კორონავირუსით დაინფიცირებაა.
საკრებულოს აღნიშნული წევრი უკვე თბილისშია და ტესტირება უტარდება, საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი კი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული.
რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.
ინფორმაციისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.