- ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი ამბობდა: “სიტყვა კრიზისი ორმაგი ბუნებისაა, ერთი წარმოადგენს საფრთხეს, ხოლო მეორე შესაძლებლობებს”.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტები, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ანტი-კრიზისული საკომუნიკაციო გეგმის შედგენაში კონსულტაციას გაუწევენ.
თუ გსურთ, კომპანიის პოტენციური საფრთხე აქციოთ წარმატებად, არ იფიქროთ ბევრი, გაიარეთ რეგისტრაცია, 30 აპრილის ჩათვლით და მიანდეთ საქმე პროფესიონალებს – http://tiny.cc/n8b6lz
გარდა ამისა, სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტები კომპანიებს საკომუნიკაციო გეგმის და პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავებაშიც დაეხმარებიან.
ჩვენი გუნდი, რომელიც გამოირჩევა კრეატიული, ინოვაციური და პროფესიული მიდგომით დაეხმარება თქვენს ორგანიზაციას, დაიკავოს სასურველი ნიშა და მიაღწიოს წარმატებას.