ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების ჰაკერულ ინფორმაციასა და კიბერუსაფრთხოების თაობაზე


  • მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით – ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ  გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისათუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით  განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკომ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად, ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური  და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!