ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1113-ს მიაღწია


  • ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1113-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა საერთო ჯამში 44 600-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებული 4 740 პაციენტი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამასთანავე, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანის პროვინციაში დამატებით 20 000-მდე მედპერსონალი გაიგზავნა და მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × three =

Akismet ანტისპამი