ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის დადგმაზე საჯარო შეხვედრა გაიმართება


  •  ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მამა დიმიტრი ვეკუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტის განთავსებასთან დაკავშირებით:

“ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, გაიმართება ღმრთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის პროექტის პრეზენტაცია და მისი თავისუფლების მოედანზე აღმართვასთან დაკავშირებული საჯარო განხილვა. ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. იმედი გვაქვს, რომ ზუგდიდის საზოგადოება შეუერთდება ეპარქიის იერარქთა მხრიდან გამოთქმულ სურვილს და საბოლოოდ მიღებულ იქნება ერთსულოვანი გადაწყვეტილება”.-ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, 20 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!