თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლისას დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს


თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლისას დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“11 თებერვალს დილით, მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთერთ წევრთან დაკავშირებას. დაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე. საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს” – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!