მარიამ ლაგვილავას ნამუშევრების გამოფენა სასახლეში


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” “გულების ოთახში”, მორიგ “ხუთშაბათობაზე”, გაიმართა კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ ლაგვილავას ნამუშევრების გამოფენა.

მარიამმა, გამოფენაზე, ფანქრით შესრულებული, 30–ზე მეტი ნამუშევარი წარადგინა. გოგონა თვითნასწავლია და ხატავს მცირე ასაკიდან. მისი ნამუშევრები თემატურად მრავალფეროვანია, მაგრამ ამ მრავალფეროვნების ძირითადი ხაზი, სითბო, სიყვარული და თავისუფლების განცდაა.

მისი ნახატების დიდი ნაწილი პორტრეტია, სადაც აშკარად ჩანს, როგორ ეძებს ავტორი ადამიანის ხასიათს სახის ნაკვთების შექმნისას.

მარიამი გამოფენას თანაკლასელებისა და “სარკმელელების” თხოვნით დათანხმდა. ამბობს, რომ დღევანდელი დღე მისი დღესასწაულია, რომელიც არასდროს დაავიწყდება.

გამოფენას ესწრებოდნენ პროფესიონალი მხატვრები. მათ დადებითი შეფასება მისცეს გოგონას ნამუშევრებს, ურჩიეს, გააგრძელოს ამ სფეროში მოღვაწეობა და წარმატებებსაც მიაღწევს.

გამოფენაზე იმყოფებოდნენ მარიამ ლაგვილავას კლასელები, მეგობრები და პედაგოგები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!