“შეცვალეს” აქცია მერაბ ქვარაიას ბიუროსთან


  • დღეს, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონა”, “პენსიების ქურდი”.

“შეცვალეს” წევრების თქმით, მაჟორიტარმა დეპუტატმა ხალხს პროპორციული სისტემა წაართვა.

აქტივისტებს სურდათ, მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ბიუროში, დაეტოვებინათ სიმბოლური მედალი და სიგელი. მათ ბიუროს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს ბიუროს თანამშრომლებმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა “არასწორი მეთოდებით მოაწყვეს აქცია”: “მათ სურდათ შემოსულიყო ძალიან ბევრი როდენობა ადამიანებისა და მოეწყოთ პროვოკაცია ბიუროში, ამის საშუალებას ჩვენ ნამდვილად არ მივცემდით, ვინაიდან, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრ მოქალაქეს ვემსაურებით, ამ მომენტშიც აქ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება და პრევენციის მიზნით ვერ დავრთეთ უფლება ჯგუფურად შემოსულიყვნენ.”

ადგილზე მობილიზირებული იყვნენ სამართალდამცავები.

აქცია ამ წუთებში დასრულებულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!