მნიშვნელოვანი პროექტები სამეგრელოში


საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიაში და მთლიანად სამეგრელოში მიმდინარე ზაფხულს ნიშვნელოვანი აქტივობებია დაგეგმილი. „მათ შორის იგეგმება ელექტრონული მუსიკის ფესტივალიც. ასევე ჩვენი ეროვნული კულტურის კონცერტებიც. გაიხსნა „მაკდონალდსი“ და ამ ბრენდის აქ ყოფნა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ანაკლია არ არის გაჩერებული. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა. დღეს გვყავს ორი კონსორციუმი. სექტემბრამდე გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია და მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება პროექტი“, _ განაცხადა მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტისას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ინფრატსრუქტურას მთლიანად საქართველოში, ასევე ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს და დაასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს არამხოლოდ სამეგრელოში, არამედ სხვა რეგიონებშიც.
„მასშტაბი პროექტის არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის დაინტერესებაა ჩვენი სატრანზიტო პოტენციალით. ეს ძალიან სერიოზულად. მატებს მოცულობას ამ პროექტს, პირველი ეტაპი არის გაორმაგება საქართველოს გამტარუნარიანობის. სამი ეტაპის განმავლობაში გათვალისწინებულია 20 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის შექმნა და შემდგომ ეს დამოკიდებული იქნება მიზანშეწონილობის კვლევებზე, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ. დადებითი შედეგის შემთხვევაში, უკვე ინვესტორ კომპანია ვალდებული იქნება შემდგომი გაფართოება განახორციელოს“, _ განაცხადა მინისტრმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!