ზურაბ ეგუტია მამის ნაკვალევზე


ზურაბ ეგუტია: – მამაჩემი -ალექსანდრე (საშა) ეგუტია 27 წელი ზუგდიდის თეატრს ხელმძღვანელობდა. აქ, დღესაც, გვერდით ოთახში, მისი ფოტო ჰკიდია. სცენისა და მაყურებლის სიყვარული სწორედ მისგან გამომყვა. ამ თანამდებობის დასაკავებლად შემოთავაზება მივიღე როგორც თეატრის დასისაგან, ასევე ქალაქის მერიისგან და ქალაქის საკრებულოსგან.შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს – ზურაბ ეგუტია. ბატონი ზურაბი 200-2001 წლამდე მუშაობდა ერთ-ერთ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში ფინანსურ დირექტორად. 2006 წლიდან 2015 წლამდე იყო სოციალური სააგენტოს სამეგრელოს რეგიონის უფროსი.

-ბატონო ზურაბ, თეატრს დიდი პრობლემები აქვს… მზად ხართ გაუმკლავდეთ, იბრძოლოთ მისთვის და ზუგდიდელებს მისცეთ ისეთი თეატრი, როგორიც მამა ეგუტიას დროს იყო?
– ჩემთვის თეატრის ყველა პრობლემა ცნობილია, – ზამთარში თეატრი გათბობის გარეშე მუშაობდა, მაგრამ მაინც ახერხებდა მაყურებლისთვის სპექტაკლების დადგმას. ეს ყველაფერი კოლექტივის დამსახურებაა, რომ არა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა და სიყვარული საქმის მიმართ, თეატრი დღეს არ იარსებებდა. მე გუშინ მქონდა ქალაქის მერთან, ბატონ ირაკლი გოგოხიასთან საუბარი თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მას სექტემბრიდან კორეის განვითარების სააგენტო დააფინანსებს. იმედია,  ერთად შევძლებთ ამ დიდი საქმის განხორციელებას. ამჟამად, თეატრის შიდა ფინანსურ პრობლემებს ვეცნობი. მე და ბატონი ბადრი პროექტს ვამზადებთ კულტურის სამინისტროში გასაგზავნად, -გვინდა ორი რეჟისორის მოწვევა. ასევე, თეატრში ახალგაზრდა მსახიობი ქალბატონების ნაკლებობაა და ეს საკითხიც მოსაგვარებელი. 23 ივნისს კი, ათი დღით მივდივართ გასტროლებზე ფოთში, სადაც იმართება საერთაშორისო ფესტივალი.
-გუშინდელ პრემიერაზე რას იტყვით?
-ეს იყო “დამსჯელი 14”, სადაც ძალიან კარგმა მსახიობმა ირაკლი სამუშიამ ითამაშა. ახლა თეატრს ძალიან სჭირდება ხალხის სიყვარული და თანადგომა. საჭიროა სპექტაკლებზე და პრემიერებზე ხშირი დასწრება. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელებს ისევ გაუღვივდებათ სიყვარული თეატრის მიმართ, რომელიც მუდამ იყო ქალაქის ცხოვრების ტონის მიმცემი.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!