- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც 2019 წელს მოხდა, ასევე ყურადღება გაამახვილია 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
შეხვედრის დაწყებამდე, საპროტესტო აქცია გამართეს მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა, ისინი პლაკატებით მივიდნენ, წარწერით – “შეცვალე უსაქმური გუბერნატორი”.