მიეძღვნა ანა კალანდაძის იუბილეს


  • დღეს, მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის N1 საჯარო სკოლის (სკოლის დირექტორი ინეზა კვიტატიანი), მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ნატო ჭუმბურიძე და მაია ქაჯაია), პოეტ ანა კალანდაძის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გამართეს. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და ისაუბრეს პოეტის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე.
ნატო ჭუმბურიძე: “დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო პოეზიის პოპულარიზაცია. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძალიან რთულია მოსწყვიტო ბავშვი კომპიუტერს.ჩვენი მიზანი იყო, ეს ბავშვები  გვეზიარებინა ქართულ პოეზიას. ყველა ბავშვმა იცის ის ლექსები რამაც გაიჟღერა აქ. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!