- საქართველოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, საქართველოს და ევროკავშირის დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
საზოგადოებას მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ. მისი განმარტებით, 27 ნოემბრიდან, საქართველო, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტია ქვეყნისთვის. “ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, როგორიც ევროპის საბჭოა უდიდეს პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენი ქვეყნის კულტურას, ისტორიას და მრავალგზის დავამტკიცოთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალი ევროპასთან ასოცირდება.”-განაცხადა მერმა.