“ხანდაზმულთა შემოქმედებითი საღამო”


მოეწყო დღის ცენტრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ხანდაზმულთა დღის ცენტრის სოციალურმა მუშაკმა და კრეატიული ხელოვნების მასწავლებელმა ეკა კაკულიამ აღნიშნა, რომ ბენეფიციარებმა თავიდან ხატვით დაიწყეს, შემდეგ კი კრეატიული ნივთების შექმნით გააგრძელეს. “დღეს, გვქონდა ბენეფციციარების პირველი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. იმედი გვაქვს, გაიყიდება მათი ნამუშევრები და შემოსული თანხით ისევ ახალ სამუშაო მასალას ვიყიდით მათი იდეების განსახორციელებლად”.

ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს ხალხური სიმღერები.

პროექტი “უზრუნველყოთ ღირსეული ხანდაზმულობა” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი  პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში ხორციელდება.

პროექტს ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან:საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენნტრ “აფხაზეთთან” (GHGA) და კახეთის რეგიონალური  განვითარების ფონდტან (KRDF) ერთად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!