“შენთან უშენოდ”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მწერალ გურამ ოდიშარიას წიგნის “შენთან უშენოდ” პრეზენტაცია გაიმართა.

მწერლის განმარტებით, ეს მისი მეხუთე რომანია. “როგორც მეუბნებიან ეს არის ემოციური რომანი. “როგორ მოეწონება ეს წიგნი ზუგდიდელ მკითხველს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი ცენტრალური ამბები ზუგდიდში ხდება. როცა წიგნს წაიკითხავენ, ყველასთვის ძალიან ახლოს იქნება ის წლები, რა წლებიც გაიარა საქართველომ. სევდიანი რომანი არის, მაგრამ მაინც იმედიანია, რადგან უკეთესი ცხოვრება გველოდება წინ, როგორც ავტორ,ს მჯერა. შევეცადე, ჩემი გმირისათვის მიმეცა ის ძალა, რა ძალასაც მე ვგრძნობ და რა იმედიც მე მაქვს”.

წიგნი გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა. მისი მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას თქმით, რომანი არის ერთგვარი გაგრძელება იმ ამბებისა, რომელიც ცნობილია ქართველი მკითხველისთვის გურამ ოდიშარიას შემოქმედებიდან. “ეს არის აფხაზეთის და სოხუმის თემა. რომანის ძირითადი კომპოზიცია და ხაზი არის სიყვარულის გარშემო. სიყვარულის ამბავი, რომელსაც ნოსტალგიურად, მძაფრად იხსენებს წიგნის მთავარი პერსონაჟი მევიოლინე.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!