- კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს, კაცი რომელიც მარტო თავისი ოჯახის უდიდესი ტკივილი როდია, არამედ მთელი ქალაქის და მთელი ჩვენი თანასოფლელების ტკივილიცაა.
გერმანე ფაჟავა…
ამბობენ, განსხვავებული ბუნების კაცი იყავით, დიდთან დიდი, პატარასთან-პატარა. გიყვარდათ იუმორი. თქვენ იყავით მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, გამოირჩეოდით დიდი ტრადიციებით, იყავით ძალზე პასუხისმგებელი საყვარელი საქმისადმი. სიმღერა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. როგორც თქვენი ქალიშვილის ნონა ფაჟავას ნათქვამიდან გავიგე, 13 წლის უკვე, ბავშვთა ანსამბლის ხელმძღვანელი იყავით. როგორც იტყვიან, სიმღერით ცოცხლობდით, სიმღერით არსებობდით.
გიყვარდათ საკრავი ინსტრუმენტები: ჩონგური და ფანდური. კარგად მახსოვს, ყოველ კვირას, ორჯერ, დათქმულ დროს, როგორ ცხადდებოდით სოფელში და დაახლოებით 60 კაციან ხალხურ ანსამბლს, როგორ უძღვებოდით. არ ყოფილა შემთხვევა გაგეცდინათ, ან გადაგედოთ მეცადინეობა. რისი შედეგიც იყო მაღალი წარმატებები.
“ოდოიას” და “ჩელას” აქტიური წამყვანი სოლისტი იყავით, წერდით ლექსებს, იყავით პოეზიის მოყვარული.
დრო მიდის, 22 წელიწადია მიებარეთ მშობლიურ მიწას. თქვენი ომახიანი სიმღერის გარეშე დარჩა ჩვენი სოფელი…
გიგონებთ… რასაც ვყვებით თქვენზე, თითქოს, გუშინ იყო… ვიხსენებთ თქვენს მიერ დაწერილ სიმღერებს, “შაირებს”… ვუყურებთ ვიდეოჩანაწერებს. გვახსენდება უკრაინელებთან შეხვედრა, სადაც შეასრულეთ უკრაინული სიმღერა “პიდმანულა პიდველა”, რამაც უკრაინიდან ჩამოსული სტუმარი აღაფრთოვანა.
უკვდავი არავინ ვართ, მაგრამ ბატონო, გერმანე, თქვენ უკვდავი ხართ, უკვდავი ხართ თქვენი შემოქმედებით, თქვენი სიმღერებით, თქვენი ჩონგურით და ფანდურით თაობებს გადაეცემა თქვენი სახელი და შემოქმედება. 4 ივლისი თქვენი გარდაცვალების თარიღია…
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ალალი და სპეტაკი სული!
ახალსოფლელების სახელით
როზა როგავა