მორიგი ახალგაზრდული აქცია გახარიას გადადგომის მოთხოვნით


  • დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს.
ახალგაზრდები “ენმ”-ს ოფისიდან, ქალაქის ქუჩებში მანქანების კოლონით გავიდნენ.  აქციის მონაწილეებს მანქანებზე გაკრული ჰქონდათ პლაკატები: “რეჟიმი უნდა დაიგრეს”, “გახარია თვალთხარია”, “გახარია წადი”, “რუსული ოცნება”.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ფარცვანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პერფომანსები იქნება ყოველდღიური. -“ამით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში ჩვენს, დებს და ძმებს, რომლებიც საქართველოს სამსახურისთვის ყოველდღე იკრიბებიან 7 საათზე. მივმართავ ბატონ გახარიას, გაგვახარე, გაგვახარე და წადი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!