- 1 ივნისს მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy day დაიწყო. აქციის ფარგლებში, “მაკდონალდსი” ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”-ს ზუგდიდის ფილიალს დაეხმარება.
- McHappy Day-ის ტრადიციული მიზანია, იმ პატარების ხელშეწყობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებაში სწორი ინტეგრაციასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
SOS Children’s Villages Inetrnational 1989 წლიდან ემსახურება მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკ ქვეშ მყოფ ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვას; სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.
ზუგდიდში, აღნიშნული ორგანიზაცია დახმარებას უწევს რეგიონში მცხოვრებ 0–18 წლამდე ასაკის 400 ბავშვსა და 160 ოჯახს. ასევე ხელმძღვანელობს 6-18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრს, რომელიც ერთდროულად მომსახურებას უწევს 20 ბავშვს.
“წლევანდელი აქციიდან შემოსული თანხით “მაკდონალდსი” “საქართველოს SOS – ბავშვთა სოფელი”-ს ბენეფიციარებისთვის სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს. მინი ავტობუსი ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ბენეფიციარებს სამოქალაქო განათლების მიღების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობის და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ეფექტურად და კომფორტულად მიღების საშუალებას მისცემს. “მაკდონალდსის” საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავ ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსსაც ეძლევათ. Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად “მაკდონალდსმა” კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი, და სამაჯური. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ხდება ქველმოქმედების თანამონაწილე. თანხა სრულიად მოხმარდება მიკროავტობუსის შეძენას.
2018 წელს, მაკდონალდსი ქუთაისის დღის ცენტრის ჯადოსნურ სამყაროს, ადაპტირებული მინივენის შეძენაში დაეხმარა, 2017 წელს Mc Happy Day-ს ფარგლებში “მაკდონალდსმა” არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – “ხიდი” სოციალური ინკლუზიისთვის მთლიანად უზრუნველყო ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015 წელს სოციალურ საწარმო “ქედელთან” თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Day-ს ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.