დაახლოებით 93 ზუგდიდელი პენსიონერი მასწავლებელი აპირებს სკოლის დატოვებას


  • ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 230–მდე პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელია. უკვე ცნობილია, რომ საპენსიო ასაკის დაახლოებით 93-მა მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი სკოლიდან წასვლაზე.

როგორც ფარცვანია ამბობს, ჯერ ჯერ–ჯერობით, ეს მონაცემები, ბოლომდე დაუზუსტებელია, რადგან ამ ციფრების დაზუსტებას ართულებს ის, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქალი სხვა დროს გადის პენსიაზე და მამაკაცი სხვა დროს.

“ის მასწავლებლები, ვინც არიან გამოცდაზე დარეგისტრირებული და მოხდება ისე, რომ ვერ გავიდნენ გამოცდაზე, ან პრობლემა შეექმნათ, მათ მიეცემათ მეორჯერ გასვლის შესაძლებლობა, იქაც თუ ვერ დაადასტურებენ კომპეტენციას და ვერ ჩააბარებენ, ამ შემთხვევაში, მათ ისევ ექნებათ ჯილდოს მოპოვების შესაძლებლობა. 2019 წლის განმავლოაბში, პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს ოჯერ აქვთ  შესაძლებლობა მოითხოვონ ჯილდო”.

ინფორმაციისთვის: როგორც განათლების სამინისტროსი განმარტავენ,საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს, სახელმწიფოსგან, მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!