ბავშვთა დღე ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)


  • 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობს.

დილით, მოსწავლე-ახალგაზრობის განვითარების სასახლის ფოიეში, გაიმართა საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

მოგვიანებით, იქვე, სასახლეში, გაიმართა ინტელექტუალური თამაში: “რა? სად?როდის?”, სადაც მონაწილეობას, ამჯერად, მშობლები ღებულობდნენ.

ცენტრალურ ბულვარში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მეორე საჯარო  სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვებმა, ასფალტზე ხატვაში, სახელწოდებით “მზესთან და ყვვილებთან”, მიიღეს მონაწილეობა.

ასევე სასახლის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას შემოუერთდა ქალაქის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია. ის საზოგადოებას მიესალმა და ბავშვებთან ერთად სამახსოვორ ფოტოები გადაიღო.

დღევანდელ დღე გაალამაზეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლისა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ანსამბლებმა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!