მიმდინარეობს საჯარო მოხელეთა ტესტირება


ზუგდიდის იუსტიციის სახლში, ეროვნული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობით, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველ იმ აპლიკანტთა ტესტირება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური. როგორც ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ,,ზუგდიდელებთან” საუბარში განაცხადეს, ტესტები იყო საშუალო სირთულის, რომლის დაძლევა არა მარტო საჯარო მოხელეობის მსურველებს, არამედ ნებისმიერ განათლებულ, აქტიურ მოქალაქეს შეეძლო.

ტესტირების მესამე ტურისათვის ემზადებიან ის აპლიკანტები, რომლებმაც ამ შაბათ-კვირას გაიარეს ტესტირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში  დასასაქმებლად. მათთვის გუშინ აპელაციის დროც ამოიწურა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!