თეა ქარდავამ ყოფილ სამსახურში დაბრუნებაზე უარი თქვა


აქტიური მოქალაქე, თეა ქარდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ერთი წელი მუშაობდა. ის ადრე ამბობდა, რომ სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაუშვეს.

როგორც თეა ქარდავამ გვითხრა, “პირველად მე დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, მაშინ სამსახურს ხელმძღვანელობდა ოთარ გოგოხია. მერე მიმაბრუნეს და საკუთარ დაბადების დღეს, 14 იანვარს, ალექსანდრე ჩიკვაიძემ ისევ გამათავისუფლა, გააუქმა ხელშეკრულება და შუა ზამთარში ქუჩაში დამტოვეს. ბედის ირონიაა…  არც ეს მაკმარეს, მლანძღეს, ჩემს პირადში ფათური დაიწყეს და დღეს, დაბრუნებას მთავაზობენ. მე ამ ადამიანებთან ერთად ვერ ვიმუშავებ და ვერ ვიქნები მათთან ერთ გუნდში. ამ დღეებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანლისგან ბატონ რეზო ქობალიასგან, მივიღე შემოთავაზება სამსახურში აღდგენის თაობაზე, მაგრამ უარი განვაცხადე.  “ორშაბათს ჩემგან პასუხს ელოდებოდნენ, მივედი და უარი იყო ჩემი პასუხი. უარი იმიტომ განვაცხადე, რომ მე ჯერ ვერანაირ ცვლილებას იქ ვერ ვხედავ და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დღეს, იქ ნამდვილად არ არის, თუმცა, მაქვს იმედი, რომ ახალი ხელმძღვანელი დაპირებას შეასრულებს და რეორგანიზაცია მოხდება ამ სამსახურში. მერე კი, შესაძლოა დაბრუნებაზე ვიფიქრო”. – თეა ქარდავა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა ადგილი საჯარო სამსახურში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!