კარის ეკლესიაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა


ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისშშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ტაძარში წირვა სამთვიანი წყვეტის შემდეგ, 2 მარტს განახლდება.

“დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოცვალა იატაკი, განახლდა დრენაჟი, სამკვეთლო, ტრაპეზი. იატაკი იქნება თბოიზოლირებული. შაბათს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ტაძარს აკურთხებს.””.

მამა მალხაზი დასძენს, რომ ხვალიდან, განახლდება ყოველდღიური მსახურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − seventeen =

Akismet ანტისპამი