ანაკლიის პორტს საფრთხე ემუქრება?


დღეს, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, ანაკლიაში ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტი დიდი რისკის ქვეშ იმყოფება განვითარების კუთხით. “ანაკლიის პორტს ემუქრება საფრთხე. ანაკლიის პორტს ელოდება პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობა და ანაკლიელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ორ მილიარდნახევრიანი საინვესტიციო პორტფელით და ექვსიათასი ადამიანის დასაქმების პერსპექტივით. დღეს, ყველამ ვიცით, რომ ამ პროექტს ემუქრება მნიშვნელოვანი საფრთხე საქართველოს ხელისუფლების კერძო ინტერესებიდან გამომდინარე”.

ჯგუშია ამბობს, რომ ევროპელებმა და ამერიკელებმა შეიძლება შეაჩერონ საინვესტიციო პორთველის ოპერირება ანაკლიის პორტის მიმართულებით, რაგან მისი თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია რუსული კორუმპირებული კომპანიებისთვისთვის, რათა ისინი დაეუფლონ.

თენგო ჯგუშიას განცხადებით: “სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმა” ანაკლიელებთან, სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ არა ვინმეს ინტერესები, დავიცვათ ჩვენი განვითარების პერსპექტივები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, სიღრმისეულად უკავშირდება ამ რეგიონის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!