დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, მხარეთმცოდნეობის კლუბმა ჩაატარა ვიქტორინა-კონკურსი “იცოდე შენი კუთხის ისტორია”. მხარეთცოდნეობის კლუბის კოორდინატორმა თეონა ხუბულავამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ დღეს პირველი ტური ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ათმა საჯარო სკოლამ. “პროექტი მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში. მოსწავლეები თავისუფალ დროს კითხულობენ წიგნებს, იღრმავებენ ცოდნას და მისასალმებელია, ის ფაქტიც, რომ ისტორიას დიდი ყურადღებით ეკიდებიან, მთავარია ყველა ქართველმა იცოდეს თავისი კუთხის ისტორია. ყველას ვუსურვებ წარმატებებს.”
ვიქტორინა-კონკურსის მიზანია სამეგრელოს წარსულში მოგზაურობა. ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემა და პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ კუთხის ისტორიის ცოდნის ამაღლება, საქართველოს ფორმირებაში სამეგრელოს მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერება.
ვიქტორინა-კონკურსის გამარჯვებული მესამე ფინალურ ტურში გამოვლინდება.