„საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!