სიახლე სასკოლო საგანმანათლებლო სისტემაში


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლისთვის მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, წელს კი “კატის” გამოცდები უქმდება მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ისინი გამოცდებს აღარ ჩააბარებენ – ეს სიახლე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააჟღერა.

“2020 წლისთვის სრულად გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასისთვის და მოსწავლეები ატესტატს სკოლაში აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოხდება”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

მისი თქმით, სკოლასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ექნება ურთიერთობა და ნებისმიერ საკითხზე დახმარებას საჭიროებისამებრ გაუწევს, მათ შორის კონსულტაციების სახით.

2018-2019 სასწავლო წელს კი მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდა ჩატარდება არსებული ფორმატით და მასზე გავლენ ის მოსწავლეები, რომლებმაც გასულ წელს დაიწყეს საგამოცდო ციკლი და მე-11 კლასში ჩააბარეს “კატის” გამოცდა 4 საგანში ან რომელიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 + 13 =

Akismet ანტისპამი