დღეს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ეგიდით, არტგალერეაში, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიება გამართა სასახლის უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია ჭითანავა) – ჩატარდა ვიქტორინა ,,ჩვენ ვკითხულობთ ოტია იოსელიანს.“ პროექტის მიზანი იყო უმცროსკლასელთა დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით, მათი გემოვნების დახვეწა და კითხვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ვიქტორინაში მონაწილეობდა ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლის 14 გუნდი: V ს/სკოლა – ,,ოლიმპო“და ,,ედელვაისი“, VI ს/სკოლა – ,,იმედი“, მ/ა სასახლე – ..სრა’’, ჭაქვინჯის ს/სკოლა – ,,სფინქსი“, რუხის ს/სკოლა – ,,ბუ“ და ,,ეტალონი“, III ს/სკოლა – ,,ევერესტი“, ყულიშკარის ს/სკოლა – ,,ლილე“ და ,,ნიკე“, წმ.გიორგის სახ. გიმნაზია – ,,ფრიადოსნები“, რიყის ს/სკოლა – ..მართვე“, X ს/სკოლა – ,,მტრედები“ და ,,ხარება“.
ვიქტორინის გამარჯვებული გახდა ყულიშკარის საჯარო სკოლის გუნდი ,,ლილე.” გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.