მდინარე ჩხოუშიის ხიდის დასაწყისში, ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა. აღნიშნული ფაქტის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს მოქალაქეებმა.
“აქამდე მოვედი პარკებით დატვირთული და ახლა ვნახე გადაუკეტავთ. რატომ გადაკეთეს? მოგვიწევს შორის მანძილის გავლა მძიმე ტვირთით.”- გვითხრა მოქალაქე გული როსტობაიმ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში “ზუგდიელებს” უთხრეს, რომ “გაუქმდება ზებრა გადასასვლელი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით”.
გადასასვლელის გაუქმების მიუხედავად, მოქალაქეები მაინც გადაადგილდებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე.