რამდენი დღეა გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?


მეტესწილად, გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვები, ჩვეულებრივ, 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდებები. გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

თუ ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდა, გრიპის სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, დაგეწყებათ მოხვედრიდან საშუალოდ 2 დღის განმავლობაში. გრიპის გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:

• ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით, 2 წლამდე;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები

გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!