ხაჭაპურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს „გუნდა“ და კერძო პირები ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი. ბარათზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უშუალოდ ელემენტის მატარებლები. აღსანიშავია, რომ საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს.

“ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში”-ნათქვამია  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!