მიმდინარე წელსაც, ზუგდიდის მუნიციპალიეტის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პედაგოგებს ხვალიდან, 11 იანვრიდან დაურიგდებათ უფასოდ მგზავრობის ბარათები.