ქალაქ ფოთში ჯემალ თოფურიას IX მემორიალის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღია ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში შვეიცარული სისტემით 11 ტურად (დროის რეგლამენტი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით).
ჩემპიონატში რეგიონის 54 მოჭადრაკემ იასპარეზა, მათ შორის მონაწილეობა მიიღო 19 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ.
მათგან, ქალთა შორის 8,5 ქულით რეგიონის ჩემპიონი გახდა ფიდეს ოსტატი მადონა ბოკუჩავა, ვაჟთა შორის 9 ქულით ვიცე-ჩემპიონობას გაბრიელ ბეჭვაია დაეუფლა.